ადამიანები, რომლებმაც ააშენეს ამერიკა, ვანდერბილტი, 1/8

01. ახალი ომი იწყება / A NEW WAR BEGINS

ამ სერიაში საუბარია კორნელიუს ვანდერბილტის (Cornelius Vanderbilt, May 27, 1794 – January 4, 1877) შესახებ. ის იყო ამერიკელი ბიზნეს მაგნატი, რომელმაც სიმდიდრე დააგროვა ჯერ საზღვაო, ხოლო შემდეგ სარკინიგზო გადაზიდვებით. ვანდერბილტის მიერაა აგებული ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაგებობა “ნიუ ოირკის ცენტრალური სარკინიგზო სადგური” (New York Central Railroad).

ფილმის ნახვა 

რჩევა

ფილმის ყურებისას, პერიოდულად შეცვალე ენა. კერძოდ, დაიწყე ყურება იმ ენაზე, რომლის სწავლაც გსურს და დრო და დრო შეცვლე იმ ენით, რომელიც უფრო კარგად იცი. ერთი და იგივე სცენის რამდენიმე ენაზე ნახვა, დაგეხმარება უცხო სიტყვების იოლად დამახსოვრებაში.

სერიები

ფილმისშესახებ

ადამიანები, რომლებმაც ააშენეს ამერიკა (ორიგინალში - The Men Who Built America, ასევე ცნობილია დასახელებით - "გამომგონებლები, რომლებმაც ააშენეს ამერიკა") წარმოადგენს მინი სერიალს - 8 მინი სერია, თითოეულის ხანგრძლივობა არ აღემატება 45 წუთს. ფილმი გადაღებულია 2012 წელს, IMBD რეიტინგი 8.6. ფილმი დოკუმენტურ-მხატვრულ ჟანრში მოგვითხრობს კორნელიუს ვანდერბილტის, ჯონ როკფელერის, ენდრიუ კარნეგის, ჯ. პ. მორგანის, თომას ედისონისა და ჰენრი ფორდის ცხოვრების შესახებ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც პოულობდნენ ბიზნესის ახალ მიმართულებებს, არ უშინდებოდნენ სიახლეებს და ქმნიდნენ ახალ სტანდარტებს. თითო სერია მოგვითხრობს თითო გამომგონებლის შესახებ, კერძოდ, თუ რა გავლენა იქონია მისმა გამოგონებამ თანამედროვე საზოგადოების ჩამოყალიბებაზე, ისეთის როგორსაც ჩვენ ვიცნობთ. ფილმი გადაღებულია პატრიკ რეიმსის (Patrick Reams), რუან მეგანის (Ruán Magan) და კემპბელ სკოტის (Campbell Scott) მიერ. გაფრთხილება ვებ-გვერდის ავტორისგან: ფილმის კრიტიკოსების აზრით ფილმში ზედმეტად არის წარმოჩენილი ამერიკული ცხოვრების პროპაგანდა. ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს რომელიმე ქვეყნის პოპულარიზაცია, ჩვენ გვსურს მხოლოდ და მხოლოდ გასწავლოთ უცხო ენა. ENEBI.GE გისურვებთ წარმატებებს!