21 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვისწავლოთ უცხო ენა

უცხო ენების შესწავლა ქმნის უფრო პოზიტიურ დამოკიდებულებას და იწვევს ნაკლებ ცრურწმენას განსხვავებული ადამიანების მიმართ. როდესაც სტუდენტები სწავლობენ უცხო ენას, უმჯობესდება ანალიტიკური უნარები.

-

- Advertisment -
  1. უცხო ენების შესწავლა ქმნის უფრო პოზიტიურ დამოკიდებულებას და იწვევს ნაკლებ ცრურწმენას განსხვავებული ადამიანების მიმართ.
  2. როდესაც სტუდენტები სწავლობენ უცხო ენას, უმჯობესდება ანალიტიკური უნარები.
  3. ბიზნეს უნარებს პლიუს უცხო ენის ცოდნა, დასაქმებულს ხდის უფრო სასარგებლოს შრომის ბაზარზე.
  4. სხვა კულტურასთან კავშირის დამყარება შესაძლებლობას აძლევს ადამიანებს უფრო ღრმად გაიგონ თავიანთი კულტურა.
  5. უცხო ენების სწავლით, იზრდება შემოქმედებითობა.
  6. კურსდამთავრებულები ხშირად ამბობენ, რომ უცხო ენების კურსები იყო ერთ-ერთი ყველაზე ღირებული კურსები კოლეჯში, რადგან კომუნიკაცის უნარები სწორედაც რომ განუვითარდათ იმ პროცესში.
  7. საერთაშორისო მოგზაურობა უფრო ადვილი და სასიამოვნოა უცხო ენის ცოდნის მეშვეობით.
  8. უნარ-ჩვევები, როგორიცაა პრობლემის გადაჭრა, აბსტრაქტული კონცეფციების განხილვა ვითარდება როდესაც სწავლობ უცხო ენას.
  9. უცხო ენის სწავლა ზრდის პიროვნების შესაძლებლობას მთავრობაში, ბიზნესში, მედიცინაში, სამართალში, ტექნოლოგიაში, სამხედროში, ინდუატრიაში, მარკეტინგში და ა.შ.
  10. უცხო ენები ქმნის კონკურენციას კარიერულ არჩევანში: ის, ვისაც შეუძლია კონუმიკაციის დამყარება მეორე ენაზე.
  11. უცხო ენების სწავლა აძლიერებს მოსმენის უნარ-ჩვევებსა და მეხსიერებას.
  12. უფრო ეფექტურად  მოღვაწეობს მულტიკულტურულ სამყაროში ადამიანი, რომელმაც იცის სხვა ენა.
  13. შენი მარკეტინგული უნარები გლობალური ეკონომიკაში უმჯობესდება, როდესაც კარგად იცი სხვა ენა.
  14. უცხო ენის სწავლა ახსენებს ადამიანს წარსულს: კულტურულად და ენობრივად.
  15. უცხო ენის სწავლა ადამიანისთვის აუმჯობესებს მისივე საკუთარი ენის ფლობას.
  16. უცხო ენების სწავლა გვასწავლის სხვა ადამიანების პატივისცემას: ის ხელს უწყობს ენისა და ადამიანის ბუნების ურთიერთკავშირის გაგებას.
  17. უცხო ენები აფართოებს პიროვნების მსოფლხედვას, ახდენს პიროვნების გამოცდილების ლიბერალიზაციას და ხდის მას უფრო მოქნილსა და ტოლერანტულს.
  18. უცხო ენები აფართოებს პიროვნების მსოფლხედვას და ამცირებს ბარიერებს ადამიანებს შორის: ბარიერები იწვევს უნდობლობასა და შიშს.
  19. უცხო ენების ცოდნა კულტურული მრავალფეროვნების დაფასებაში გვიწყობს ხელს.
  20. პიროვნება არის გამორჩეული გლობალურ ბაზარზე, როდესაც ის არი ორენოვანი (იცის სხვა ენა).
  21. უცხო ენები აღებს ხელოვების, მუსიკის, ცეკვის, მოდის, სამზარეულოს, ფილმის, ფილოსოფიის, მეცნიერების და ა.შ. კარს.
enebi
ENEBI.GE
ააიპ - სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაციის უცხო ენების ცენტრი.

Latest news

YESTERDAY / გუშინ

სტროფი Yesterday, All my troubles seemed so far away (ჯერ კიდევ) გუშინ, მეჩვენებოდა, რომ ყველა ჩემი გასაჭირი შორს იყო Now it looks...

IMAGINE / წარმოიდგინე

სტროფი Imagine there's no heaven წარმოიდგინე, არ არსებობს სამოთხე It's easy if you try ეს მარტივია, თუ შენ ცდი No hell below us არც ჯოჯოხეთია...

21 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვისწავლოთ უცხო ენა

უცხო ენების შესწავლა ქმნის უფრო პოზიტიურ დამოკიდებულებას და იწვევს ნაკლებ ცრურწმენას განსხვავებული ადამიანების მიმართ. როდესაც სტუდენტები სწავლობენ უცხო ენას, უმჯობესდება...

ადამიანები, რომლებმაც ააშენეს ამერიკა, ვანდერბილტი, 1/8

01. ახალი ომი იწყება / A NEW WAR BEGINS ამ სერიაში საუბარია კორნელიუს ვანდერბილტის (Cornelius Vanderbilt, May 27, 1794 –...
- Advertisement -

SHALLOW / ზედაპირული დამოკიდებულება

სტროფი Tell me somethin', girl მითხარი რაიმე, გოგონა Are you happy in this modern world? ბედნიერი ხარ თანამდეროვე სამყაროში? Or do you need more? ან...

WE ARE THE WORLD / ჩვენ ვართ სამყარო

სტროფი There comes a time when we heed a certain call დგება დრო, როდესაც ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ გარკვეულ გამოწვევას (გულისყურით უნდა...

Must read

video

ინგლისური ენის შესწავლა 16 საათში, ლექცია 4

16 საათიანი რეალითი შოუ დიმიტრი პეტროვთან ერთად. ტრენერის შესახებ დიმიტრი პეტროვი არის...
video

ესპანური ენის შესწავლა 16 საათში, ლექცია 6

16 საათიანი რეალითი შოუ დიმიტრი პეტროვთან ერთად. ტრენერის შესახებ დიმიტრი პეტროვი არის...
- Advertisement -

You might also likeRELATED
Recommended to you